ბაშკირეთის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბაშკირეთში „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე დრონით თავდასხმა განხორციელდა
ბაშკირეთის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბაშკირეთში „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე დრონით თავდასხმა განხორციელდა

ბაშკირეთში „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

როგორც ტელეგრამში ბაშკირეთის ხელმძღვანელი რადი ხაბიროვი წერს, უპილოტო საფრენი აპარატით იერიში ქალაქ სალავათის ინდუსტრიულ ზონაზე მიიტანეს, რის შედეგადაც დაკვამლიანება „გაზპრომის“ საწარმოში მოხდა.

ხაბიროვის განცხადებით, საწარმო საშტატო რეჟიმში მუშაობს.

რეგიონის მეთაურის აზრით, ეს არის გამარჯვების დღესთან დაკავშირებული დღესასწაულის ჩაშლის მცდელობა.

მანამდე ტელეგრამში გავრცელდა ცნობები, რომ ბაშკირეთში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა.