მამუკა ბახტაძე - განათლების სექტორზე საგადასახადო წნეხი მინიმალური უნდა იყოს
მამუკა ბახტაძე - განათლების სექტორზე საგადასახადო წნეხი მინიმალური უნდა იყოს

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს, რომ განათლების სექტორზე საგადასახადო წნეხი ყველაზე მინიმალური იყოს.

როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მამუკა ბახტაძემ განაცხადა, 2018 წელს მოსალოდნელია 4500 მასწავლებელის გადანაცვლება უფრო მაღალ სტატუსში, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

„რაც შეეხება იმას, რომ სრული საათების შესრულება არ ხდება, სამინისტროს ამოცანაა, რომ მასწავლებლებს საათების რელიზაციის მაქსიმალური საშუალება მისცეს. ამ კუთხით ამომწურავი პასუხი განათლების მინისტრს ექნება. ამასთან, რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის თანხების მიწოდებას და მათ მიერ გადახდილ მოგების გადასახადს, თუ საკითხს მენეჯერული თვალსაზრისით შევხედავთ, ეს ორგანიზაციები სახელმწიფოსგან უფრო მეტს იღებენ, ვიდრე მოგების გადასახადით უკან აბრუნებენ. ალბათ შეფასება მართებული არ იქნება, რომ არათანაბარ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული. ზოგადადად, ამ სექტორზე საგადასახადო წნეხი, რაც შეიძლება დაბალი უნდა იყოს, მაგრამ რა ფორმით, ამის თაობაზე მსოფლიოში ძალიან ბევრი პრაქტიკა არსებობს და იმით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რაც კარგი იქნება.

სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტებს თანხების უფრო გაზრდილ რაოდენობას უბრუნებს, მაგრამ განათლების სექტორზე საგადასახადო წნეხი მინიმალური უნდა იყოს, ამას როგორც რიგითი მოქალაქე მხარს ვუჭერ და ამაზე შეიძლება ვისაუბროთ“, – განაცხადა ბახტაძემ.