მამუკა ბახტაძე - ევროპოლში ოფისის გახსნა დაგვეხმარება, მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რისკენაც მივისწრაფვით
მამუკა ბახტაძე - ევროპოლში ოფისის გახსნა დაგვეხმარება, მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რისკენაც მივისწრაფვით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპოლში საქართველოს ოფისის გახსნას შესაბამის ორგანოებს შორის უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს.

როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს.

„ვფიქრობ, აღნიშნული ოფისის გახსნა ევროპოლში კიდევ უფრო დაგვეხმარება, მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რისკენაც ყველა მივისწრაფვით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ევროპოლში ​საქართველოს ოფისმა მუშაობა უკვე დაიწყო. შსს-ს ცნობით, საქართველოს პირველი მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში, ქალაქ ჰააგაში უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა.