ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, მადლობა გადაუხადა პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა ყოფილ მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩამოყალიბდა დღეს არსებული ფისკალური პოლიტიკა და 2017-2020 წლების ფისკალური ჩარჩო, რომელზეც დაფუძნებულია 2018 წლის ბიუჯეტი.
მინისტრმა სახელმწიფობიუჯეტის პროექტის შემუშავებისთვის ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს.
„იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას და მივაღწევთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.