მამუკა ბახტაძე - დღევანდელი დღე იმედის, სიყვარულის, სათნოების, ერთმანეთის გვერდში დგომის სიმბოლოა
დღევანდელი დღე იმედის, სიყვარულის, სათნოების, ერთმანეთის გვერდში დგომის სიმბოლოა, – განაცხადა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელსაც საშობაო ლიტურგიის ბოლოს პატრიარქმა სიტყვა გადასცა.
„გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს.
დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმედის, სიყვარულის, სათნოების, ერთმანეთის გვერდში დგომის. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – განუცხადა პრემიერმა სამებაში შეკრებილებს.