მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ თორნიკე რიჟვაძე აჭარაში არსებულ გამოწვევებს ღირსეულად გაართმევს თავს
მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ თორნიკე რიჟვაძე აჭარაში არსებულ გამოწვევებს ღირსეულად გაართმევს თავს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე, აჭარაში არსებულ გამოწვევებს თავს გაართმევს.

როგორც მან დღეს ბრიფინგზე განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ და პოლიტიკურმა გუნდმა თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას ძალიან ბევრ ღირსეულ კანდიდატს შორის დაუჭირა მხარი.

„თორნიკე რიჟვაძე ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტროში, შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა. მან თავი გამოიჩინა, როგორც ძალიან აქტიურმა და წარმატებულმა ხელმძღვანელმა. დარწმუნებული ვარ, თორნიკე რიჟვაძე თავს გაართმევს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენ გვაქვს აჭარაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძეს სრული მხარდაჭერა ექნება.

„ჩვენ სწორედ აჭარაში გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დაანონსებული რეფორმები განსაკუთრებით მოკლე და ოპერატიულ ვადაში, სწორედ აჭარის რეგიონში განვახორციელოთ. მას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება და დარწმუნებული ვარ, ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად გაართმევს თავს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად 6 ივლისს თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უკვე ყოფილმა თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.