საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სტარტაპების პროგრამის განხორციელება იქნება. დამწყები ბიზნესმენებისთვის მთავრობა თანხების მოძიებას დონორი ორგანიზაციებიდან და ბიუჯეტიდან გეგმავს. რა როლი ექნებათ ამ პროცესში ბანკებს, ამ საკითხზე იმსჯელებს ფინანსთა მინისტრი საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში 12:30 საათზე დაიწყება.