საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დაასახელა
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დაასახელა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დაასახელა.

სააგენტოს ცნობით, გამარჯვებული გახდა 20 სტარტაპი:

Eye2Eye – პროდუქტი არის აპარატი, რომელიც მიზნად ისახავს სტრაბიზმის, ანუ „სიელმის“ და ამბლიოპიის, ანუ „ზარმაცი თვალის“ სტატისტიკის გლობალურ შემცირებას. Eye2Eye აპარატი არის სავარჯიშო მოწყობილობა, რომელიც ყველაფერ ამას აკეთებს მარტივი ყოველდღიური ვარჯიშის საშუალებით;

Roommate Georgia – ალგორითმის საშუალებით, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ, იპოვონ ოთახის მეზობელი, გადაინაწილონ ბინის ქირის ხარჯი, რაც საცხოვრებელს ბევრად ხელმისაწვდომს ხდის მათთვის. მეორე მხრივ, ბინის მეპატრონეებს შეუძლიათ, გააქირაონ ბინა საკომისიოს გადახდის გარეშე, ასევე დარწმუნდნენ ბინის მდგომარეობაში სახლიდან გაუსვლელად;

Retain – კომპანიები იყენებენ რითეინს იმისათვის, რომ მიიღონ მომხმარებლის უკუკავშირი საკუთარი ფილიალებიდან QR კოდებისა და ონლაინ არხებიდან SMS-ის, ელ.ფოსტისა და ინტეგრაციების (API, SDK) საშუალებით;

Horsetours – საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ტიპის საცხენოსნო ტურს. სტარტაპი საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს საშუალებას აძლევს, გააციფრულონ საკუთარი სერვისი, ხოლო მომხმარებელს ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის ერთიან პლატფორმას სთავაზობს;

Zeussing – ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სასტუმროების Self Check-in სერვისი სტაფის გარეშე;

Adviso – მობილური და ვებფინტექ აპლიკაცია, შექმნილი მიკრო/მცირე მეწარმეებისთვის, რომელიც ძალისხმევის გარეშე, რეალურ დროში იძლევა ინტუიციურ ბიზნეს-ანალიტიკურ და ქმედით ფინანსურ რჩევებს;

Connect – სტარტაპი სთავაზობს სამედიცინო მიმხმარებლებსა და მიმწოდებელს ციფრულ სივრცეს მათი ინტერესების თანაკვეთისთვის. ერთ გადახდაში სისტემა აკავშირებს სამედიცინო დაწესებულებებს, ტურისტულ და სადაზღვეო სააგენტოებსა და დაბინავების სექტორს;

DataStudio – AI-ზე ორიენტირებული ERP სისტემა, რომელიც გარდაქმნის ოპერაციათა მართვას. ჩვენი უნიკალური „ინტელექტუალური ხედვა“ ახდენს მონაცემთა პრეზენტაციის მორგებას. ამავდროულად, ჩვენი ინოვაციური Q&A რეპორტინგი იძლევა მყისიერ ინფორმაციას;

metric.ge – სტარტაპი ავტომანქანებისა და ბინის შეძენის მსურველებს ეხმარება შესაძენი ქონების შერჩევაში, მათ შეფასებაში და შესაძენად საჭირო ფინანსების მიღებაში;

Mimirex – marketplace – აკავშირებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში კარიერის დაწყების, მასში მიგრაციის ან ტექნოლოგიური/სამეწარმეო უნარების გაძლიერების მსურველ მომხმარებლებს აღნიშნულ სფეროში გამოცდილ პროფესიონალებთან;

Wiggly AI – ცხოველის პირადი AI ასისტენტი, რომელიც შეინახავს ცხოველის ისტორიას და მის საფუძველზე ოთხფეხა მეგობრის მეპატრონეს გაუწევს ექსპერტულ და ინდივიდუალურ კონსულტაციას, მისცემს პერსონალიზირებულ რჩევებს მისთვის საინტერესო/საჭირო საკითხზე;

Promofy – გემიფიკაციის პლატფორმა, რომელიც AI გამოყენებით თამაშის ელემენტებს ამატებს ციფრულ პროდუქტებში, როგორებიცაა ქულები, დონეები, ბეიჯები და სხვა;

Sfero – დასაქმების პლატფორმა, რომელიც აჩქარებს დასაქმების ეფექტურობას და ამცირებს მის ხარჯებს;

tasteit – connecting foodmates – სოციალური ქსელის პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია საკვებზე. ის ინდივიდებს საერთო კულინარიულ ინტერესებზე დაყრდნობით აკავშირებს, ხელს უწყობს ნამდვილ ინტერაქციას და საშუალებას იძლევა, მომხმარებლებმა უნიკალური კულინარიული გამოცდილება მიიღონ;

Herio – სწრაფი დასაქმების პლატფორმა აკავშირებს სტუმართმასპინძლობის სფეროს ახალგაზრდებთან. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს, იპოვონ კადრები გადატვირთულ საათებში, ასევე ვეხმარებით ახალგაზრდებს ფულის სწრაფად გამომუშავებაში, ვალდებულებების გარეშე (ბიუროკრატიის, CV-ებისა და დამატებითი საკონტრაქტო ხარჯების გარეშე);

Student Hunt – სტარტაპი ეხმარება სტუდენტებს, ერთიან სივრცეში იპოვონ მათთვის სასურველი და საჭირო შეთავაზებები ბრენდებისგან, ხოლო ბრენდებს საშუალებას აძლევს 4-ჯერ იაფად შეძლონ სტუდენტური სეგმენტის მოზიდვა;

SmartSense – ინდუსტრიული ობიექტის ტექნიკურ გამართულობაზე დამოკიდებულია ობიექტის შეუფერხებელი მუშაობა. ხარვეზის წინასწარი პრევენციის მიზნით, იქმნება აპლიკაცია, რომელზეც შეტყობინება შემოვა ობიექტზე დაყენებული დეტონატორიდან და სენსორიდან;

Arena Games – WEB3 თამაშების პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს WEB2 თამაშების დეველოპერებს, შეუფერხებლად ჩააშენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიები თავიანთ თამაშებში და დანერგონ თავიანთი პროდუქტის მონეტიზაციის ახალი გზები WEB3 საზოგადოების მეშვეობით;

Compound – სტარტაპი აძლევს შესაძლებლობას ინდივიდებს, სტარტაპებსა და ბიზნესებს, 24 საათზე ნაკლებ დროში დაუკავშირდნენ კვალიფიციურ ფრილანსერებს და მიიღონ მომსახურება, სტაბილური ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ;

AREALLY – ღრუბლოვანი ეკოსისტემა სასტუმროს მართვისთვის SAAS მოდელით, რომელიც უზრუნველყოფს შიდა მართვას, გაყიდვების არხებთან პირდაპირ კავშირს და დაჯავშნის მოდულს სასტუმროებისთვის, ჰოსტელებისა და აპარტოტელებისთვის.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების (ტიმ ვაგნერი, საშა მიჩაუდი, მარვინ ლიაო, ზაზა ფაჩულია, აიაშ პუმბრა) მიერ.

მათივე ცნობით, დამატებით, გამარჯვებული სტარტაპებიდან UGT-ის მიერ შერჩეულ ხუთ სტარტაპს გადაეცა UGT საჯარო ქლაუდის რესურსებით სარგებლობის ერთწლიანი სერტიფიკატები. სერტიფიკატების მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ 5 000 ლარამდე მოცულობის UGT Cloud რესურსები თავიანთი აპლიკაციების შემუშავებისთვის, ტესტირებისა თუ პროდუქტიული გამოყენების ამოცანებისთვის.

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 13 ივლისს მეთერთმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ათი რაუნდის ფარგლებში, ჯამურად, 195 სტარტაპი დაფინანსდა. შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში“, – აღნიშნულია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციაში.