მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ამ საკითხზე ბოლო ორი თვის განმავლობაში, ბევრი ჭორი გავრცელდა, თუმცა არც ერთი მათგანი რეალობას არ შეესაბამება.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი ჭორი წამოვიდა. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება რეალობას, თუმცა რაც შემიძლია დავადასტურო, არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად ეყოლება ღირსეული კანდიდატი, რომელიც ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე ახლა ვარ იმ თანამდებობაზე, სადაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიაჩნია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი შესაძლებლობებისა და ხედვების რეალიზაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.