მამუკა ბახტაძე - აღებული საგარეო ვალი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება, რომელმაც დამატებითი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას
აღებული საგარეო ვალი მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება, რომლებმაც დამატებითი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას და ეკონომიკის დაჩქარებული ზრდა უზრუნველყოს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე.
მისი თქმით, ამ შემთხვევში, ერთი ლარიც არ უნდა მიდიოდეს მიმდინარე ხარჯებზე და ეს ასეა.
„რაც შეეხება სამთავრობო ვალს, ჩვენ ამ პარამეტრს ვაკონტროლებთ ძალიან პრინციპულ რეჟიმში და პირველი კვარტლის ბოლოსთვის დაახლოებით 42%-ია. თქვენ თუ წაიკითხეთ ჩვენი პროგრამა, იქ მოცემულია ძალიან მნიშვნელოვანი შეფასების ინდიკატორი – ჩვენ განვახორციელებთ ყველა რეფორმას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი და არ განვახორციელებთ არც ერთ რეფორმას, რომელმაც შეიძლება ის დააზიანოს. ეს არის ჩვენი მიდგომა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევამციროთ ეს პარამეტრი – 42% და ჩამოვწიოთ 6-7 პუნქტით“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ აღებული ვალი მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ხმარდება.