ბელარუსის ფინანსთა სამინისტრო - ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გამო, ფინანსური ვალდებულებების უცხოურ ვალუტაში სტანდარტული წესით დაფარვის შესაძლებლობა შეზღუდულია
ბელარუსის ფინანსთა სამინისტრო - ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გამო, ფინანსური ვალდებულებების უცხოურ ვალუტაში სტანდარტული წესით დაფარვის შესაძლებლობა შეზღუდულია

ბელარუსი აცხადებს, რომ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, საგარეო ვალის დაფარვას ვეღარ ახერხებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, საუბარია 68.43 მილიონ დოლარზე.

„ფინანსური ვალდებულებების უცხოურ ვალუტაში სტანდარტული წესით დაფარვის შესაძლებლობა ამჟამად შეზღუდულია ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გამო“, – ნათქვამია ბელარუსის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსოფლიო ბანკმა ორშაბათს განაცხადა, რომ ბელარუსის მიერ აღებული ყველა სესხი, ვადაგადაცილების გამო უმოქმედო სტატუსში გადაიყვანეს.