„ბლუმბერგი“ - რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა
„ბლუმბერგი“ - რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა

რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის მიერ დეფოლტის გამოცხადება იყო დასავლური სანქციების კულმინაცია, რამაც გადაკეტა უცხოური კრედიტორების გადახდის გზები. 26 ივნისს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ოდენობის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდი ამოიწურა და თუ ის გამოტოვებულია, ვადა ითვლება დეფოლტის მოვლენად.

მარტის დასაწყისიდან ქვეყნის ევრობონდები პრობლემურ დონეზე ვაჭრობენ, ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები კვლავ გაყინულია და უმსხვილესი ბანკები მოწყვეტილია გლობალურ ფინანსურ სისტემას. გასულ კვირაში რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ რუსულ ევრობონდებზე უცხოურ ვალუტაში გადახდების შეწყვეტა და რუბლის სქემაზე გადასვლა არ ნიშნავს დეფოლტს, ეს გამოწვეულია ფორსმაჟორით, ხოლო რუსეთი უარს არ ამბობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ახორციელებს ყველა ქმედებას ინვესტორებამდე თანხების სრულად მისატანად.