მამუკა ბახტაძე - აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა არის მისაღები და სიტუაციის ადეკვატური
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად თორნიკე რიჟვაძე ძალიან კარგი კანდიდატია.
როგორც ჟურნალისტებს ბახტაძემ განუცხადა, თორნიკე რიჟვაძეს ძალიან სწორი ხედვა აქვს, როგორ უნდა განავითარონ აჭარა და როგორ აითვისონ ეკონომიკური პოტენციალი, ასევე როგორ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და მოიზიდონ ახალი ინვესტიციები რეგიონში.
„ვფიქრობ, რომ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა არის მისაღები და ამ სიტუაციის ადეკვატური. აქედან გამომდინარე, ალბათ, გართულებულ სცენარებზე კომენტარის გაკეთებას პრინციპში აზრიც არ ექნება”, – განაცხადა ბახტაძემ.