„თურქეთიდან მალე გამოვემგზავრები. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა უკვე ჩაიარა და მორჩა – ძალიან გამიმართლა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მალე რეაბილიტაციას დავიწყებ და დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ სეზონში უკვე ვითამაშებ „ლოკომოტივის“ ფორმით, რომელმაც ჩემთვის ყველაფერი გაკეთა. ასევე მადლიერი ვარ ფეხბურთის ფედერაციის, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრების, გუნდების, საქართველოში მოთამაშე ბევრი ფეხბურთელის – ყველასი, ვინც ამ მძიმე პერიოდში გევრდში დამიდგა. მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები“ – ამბობს მამია გავაშელიშვილი.
24 წლის მამია გავაშელიშვილი „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და იანვრაში სეზონისთვის მზადება გუნდთან ერთად დაიწყო, მაგრამ დიაგნოზი დაუსვეს და მას შემდეგ თურქეთში მკურნალობდა.