გიორგი ყიფიანი - გავაშელიშვილი არის სიმბოლო თუ როგორ უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის და გამარჯვებისთვის
გიორგი ყიფიანი - გავაშელიშვილი არის სიმბოლო თუ როგორ უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის და გამარჯვებისთვის

ევროპის ლიგაზე მოსკოვის „დინამოსთან“ მეორე გოლი მამია გავაშელიშვილმა გაიტანა – თავდამხმელმა, რომლის ფეხბურთში დაბრუნება სასწაულიც იყო და დიდი ნებისყოფის მაგალითიც.

„ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა მასზე სოციალურ ქსელში დაწერა.

„2019 წლის იანვარი, საგურამოს ბაზა – ოფისში მივედი. ვიცი, რომ გავაშას რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ აქამდეც ქონია რაღაც მიკრო ტრავმები და ვფიქრობ რომ ისეთი არაფერია… ველოდები გიორგი ჩანგელიას (ჩვენი გუნდის მთავარ ექიმს) რომ მოვიდეს და გვითხრას რა ხდება.

კარი იღება, შემოდის ჩანგელა:

– ყიფო, არ მაქვს კარგი ამბავი… გავაშას ძალიან ცუდი ანალიზი აქვს. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ.

– რა ჭირს ჩანგელ? (ვეკითხები გაფითრებული…)

– ავთვისებიანი სიმსივნე, – ახლა მივიღეთ პასუხი კლინიკიდან…

ყურებში რაღაც წუილი ჩამერთო და დიდი ხანი არ გავიდა. მეც და მთელი სტაფი ჩუმად ვიდექით.

დაინიშნა უმძიმესი და გრძელვადიანი მკურნალობა – ერთი ქვეყნიდან მეორეში სიარული და მოკლედ ათასი წვალება… აი ისეთი, რომ ვერ უძლებენ!

ამ ფოტოზე, 2020 წლის 17 სექტემბერია – გავაშა მოსკოვის დინამოს კარში, თავის მეორე გატანილ გოლს ზეიმობს და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. მარტივად და მოკლედ რომ ვთქვა, ეს შემთხვევა ჩემთვის არის სიმბოლო თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა სიცოცხლითვის და გამარჯვებისთვის… დიდი მადლობა პირველ რიგში ჩემს გუნდს და ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩვენთან ერთად გაეხარდა ეს ყველაფერი”, – წერს გიორგი ყიფიანი.

გიორგი გავაშელიშვილი ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ მოედანს 2019 წლის ნოემბერში დაუბრუნდა, თამაში კი 2020 წლის დასაწყისში დაიწყო და პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა.