„სამგურალი“ თურქეთში მოემზადება - გუნდი მამია გავაშელიშვილმა დატოვა #1TVSPORT
„სამგურალი“ თურქეთში მოემზადება - გუნდი მამია გავაშელიშვილმა დატოვა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ მზადების პირველი ეტაპი დაასრულა, რომელიც გუნდმა 8-დან 15 იანვრამდე წყალტუბოში გაიარა.

გიორგი ჭელიძის გუნდი მზადებას თურქეთში განაგრძობს, სადაც ორ შეკრებას გაივლის. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 17-31 იანვარს „სამგურალი“ Grand Park Lara-ში იცხოვრებს, 1 თებერვალიდან კი Aska Lara Hotel-ში გადაინაცვლებს და 17 თებერვლამდე მეორე შეკრებას გაივლის.

სამგურალის“ ხელმძღვანელობამ თურქულ შეკრებაზე საკონტროლო მატჩები დაგეგმა – თურქეთში გიორგი ჭელიძის გუნდი რვა ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

ჭელიძემ შეკრებაზე გასამგზავრებელ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც არ არის მამია გავაშელიშვილი – 27 წლის თავდამსხმელმა ,,სამგურალი” დატოვა და კარიერას ფოთის „კოლხეთში“ გააგრძელებს.

მეკარეები: ლევან შოვნაძე, ნოდარ ყალიჩავა, გიორგი ლომაია;

მცველები: თედო კიკაბიძე, ომარ პატარკაციშვილი, შალვა ბურჯანაძე, ნიკა კალანდარიშვილი, დავით მაისაშვილი, ჯამიუ აროვოლო;

ნახევარმცველები: ჯეფერსონ ჯერალდო, დემურ ჩიხლაძე, ალექსანდრე ვერულიძე, ირკლი რუხაძე, მიხეილ ბაშელეიშვილი, ნიკა ხორხელი, ლუკა ხორხელი, ნოდარ ლომინაძე, ნიკიტა სიმდიანკინი;

თავდამსხმელები: გიორგი ნიქაბაძე, სერგო კუხიანიძე, ლადო ჩიხრაძე, დავით იმედაძე.