მამია გავაშელიშვილი - იმედია, უეფა-ს ახალ ტურნირზე მოვხვდებით
მამია გავაშელიშვილი - იმედია, უეფა-ს ახალ ტურნირზე მოვხვდებით

თბილისის „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის გადადებული მატჩი გასვლაზე ბათუმში „დინამოსთან“ 1:3 მოიგო და სამეულში დაწინაურდა.

გადამწყვეტი, მეორე გოლი მასპინძელთა კარში მამია გავაშელიშვილმა გაიტანა. საქართველოს პირველ არხთან 25 წლის თავდამსხმელი აცხადებს, რომ ამ გამარჯვებით ევროსაგზურის მოსაპოვებლად გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა.

„ჩვენ მეორე ტაიმი ბათუმელებზე უკეთ ვითამაშეთ, მათგან განსხვავებით, მომენტებით ვისარგებლეთ და მიმაჩნია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და იმედია, ბოლო შეხვედრებსაც წარმატებით დავასრულებთ და უეფა-ს ახალ ტურნირზე, კონფერენციის ლიგაზე მოხვდებით. საამისოდ დიდ ნაბიჯი გადავდგით“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მამია გავაშელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გამოტოვებულ შეხვედრაში მოქმედ ვიცეჩემპიონთან, ბათუმის „დინამოსთან“ მოგებით 16 ტურის შემდეგ „ლოკომოტივმა“ 26 ქულა დააგროვა და მეორე-მესამე ადგილოსნებს, გორის „დილას“ (24) და „საბურთალოს“ (24) გადაასწრო.