„ლოკომოტივმა“ ბათუმში „დინამო“ დაამარცხა და სამეულში დაწინაურდა
„ლოკომოტივმა“ ბათუმში „დინამო“ დაამარცხა და სამეულში დაწინაურდა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის კიდევ ერთი გადადებული მატჩი ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართა – მეოერადგილოსანმა ბათუმის „დინამომ“ თბილისის „ლოკომოტივსს“ უმასპინძლა, რომელსაც სამეულში მოსახვედარად მოგება სჭირდებოდა.

ანგარიშის გახსნის შანსი მასპინძლებს პირველ ტაიმში ორჯერ ჰქონდათ. პირველ შემთხვევაში, გიორგი მიქაბაძის ეფექტური „მაკრატელას“ შემდეგ ბურთი ძელმა მოიგერია, მეორედ კი თბილისელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „ლოკომოტივი“ აშკარა გოლისგან იხსნა, როდესაც ახლოდან ჯაბა ჯიღაურის დარტყმაზე მშვენიერი რეაქცია გამოავლინა.

ბათუმელებმა ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხეს – ლამაზი და სწრაფი კონტრშეტევის განვითარებაში დიდი როლი მეკარე მიხეილ ალავიძემ ითამაშა – მან 65-ე უთზე ბურთი მოიპოვა და მოედნის ცენტრში თორნიკე გაფრინდაშვილს სწრაფად გადააწოდა, რომელმაც კარის წინ გიორგი ნიქაბაძეს უპასა, მან კი მცველს დაასწრო და ეფექტური გოლის ავტორი გახდა 1:0. ეს ნიქაბაძის მეორე გოლი მეორე მატჩში და ახალ სტადიონზე. ამ შეტევისთვის ბათუმელებს 10 წამი დასჭირდათ და კონტრშეტევის კლასიკური მაგალითი იყო.

მაგრამ თბილისის „ლოკომოტივმა“ იბრძოლა და წონასწორობა მალე, 9 წუთში აღადგინა. გიორგი გაბაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ მცველს ირაკლი სიხარულიძემ დაასწრო და კარის წინ მარტო დარჩენილი დავით უბილავა მოძებნა, რომელმაც ანგარიში 1:1 გახადა.

თბილისელები ამას არ დასჯერდნენ და მატჩის მიწურულს ბათუმელთა კარში მეორე გოლიც გაიტანეს – 82-ე წუთზე განვითარებული შეტევა დავით უბილავამ გაამწვავა, მისი ფლანგური გადაცემის შემდეგ მამია გავაშელიშვილმა მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და „ლოკომოტივი“ დააწინაურა 1:2.

ბათუმის „დინამო“ 16 ტურის შემდეგ 29 ქულით დარჩა, ერთი მატჩი მარაგში აქვს და ლიდერთან, თბილისის „დინამოსთან“ (34 ქულა) სხვაობა ვერ შეამცირა. „ლოკომოტივმა“ კი 26 ქულა დააგროვა და მეორე-მესამე ადგილოსნებს, გორის „დილას“ (24) და „საბურთალოს“ (24) გადაასწრო.

დატოვე კომენტარი