მამა გიორგი ზვიადაძე - სასულიერო პირი რომ გახდე, ამისთვის არსებობს სამართლებრივი საკითხები, სათანადო მომზადების გარეშე ეს შეუძლებელია
მამა გიორგი ზვიადაძე - სასულიერო პირი რომ გახდე, ამისთვის არსებობს სამართლებრივი საკითხები, სათანადო მომზადების გარეშე ეს შეუძლებელია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა თქვა, დაუშვებელია, რომ ადამიანი უფლებას აძლევდეს საკუთარ თავს, ის სასულიერო პირად იწოდებოდეს,- ამის შესახებ მამა გიორგი ზვიადაძემ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ეკრძალებათ ზიარება, ასევე მონაწილეობა სხვა საეკლესიო საიდუმლოებებსა თუ მსახურებაში, ნათლობაში, ჯვრისწერაში, შვიდგზის ზეთიცხებაში.

„ეს არ არის რელიგიური ორგანიზაცია და არც უნდა იყოს საქართველოს ეკლესიამ იმ უდიდესი პატივისცემიდან გამომდინარე, იმ სულიერი მეურვეობის, მზრუნველობის გამომდინარე მან თქვა, რომ ამას თუნდაც გაუცნობიერებლად აკეთებს ადამიანი, ეს მართებული არ არის, რადგან არავის აქვს უფლება სასულიერო მღვდელმსახური გახადოს ვინმე. არსებობს სპეციალური კანონიკური ნორმები და ამის შესახებაც იყო ნათქვამი სინოდის განცხადებაში ძალიან სწორად და კორექტულად. სასულიერო პირი, რომ გახდე ამისთვის არსებობს სამართლებრივი საკითხები, რომლის გარეშეც ეს შეუძლებელია, საეკლესიო იერარქიის, ეკლესიის გარეშე, სათანადო მომზადების გარეშე შეუძლებელია ეს ნათლად იყო ნათქვამი. ეს არის შეხსენება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, რომ დაუშვებელია ვინმე პიროვნება თავს არიდებდეს თუნდაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას. ეს არ არის კარგი და ასე არ შეიძლება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა განაცხადა, რომ ყველა ჯარისკაცისთვის უნდა იყოს ის პირობები შექმნილი, სადაც ღირსეულად მოიხდის თავის მოვალეობას სამშობლოს წინაშე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წმინდა სინოდმა ამაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, როგორც უმაღლესმა მმართველობითმა ორგანომ, თქვა, რომ დაუშვებელია, ადამიანი უფლებას აძლევდეს საკუთარ თავს, რომ ის სასულიერო პირად იწოდებოდეს. დაუშვებელია ის, რომ ადამიანს არ ესმოდეს რამდენად დიდ შეცდომასთან, რამდენად დიდ არასწორ ქმედებასთან არის დაკავშირებული, ძალიან სიფრთხილით თქვა ეს ეკლესიამ. ეკლესიის, წმინდა სინოდის და პატრიარქის მიზანი არის დაიცვას ჩვენი მოსახლეობა ყველა და განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რომ მათ ნებით თუ უნებლიედ არ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რაც ძალიან სანანებელი ექნებათ მათ ცხოვრებაში, რაც მათ სულიერ სამყაროს ძალიან დააზიანებს“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.