მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი - გონივრული ვადა 10-14 დღეა, თუ ვერ ვიპოვით სამართალს, აქციები უფრო მასობრივი იქნება
გონივრული ვადა 10-14 დღეა, თუ ვერ ვიპოვით სამართალს, აქციები უფრო მასშტაბური იქნება, – ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ სამძიმარი, თუმცა მანამდეც პრემიერ-მინისტრმა გარდაცვალების დროს ერთადერთი ადამიანი იყო, სახელისუფლო ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც მწუხარება გამოთქვა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე. ეს, ცხადია, იყო მშვიდობიანი შეხვედრა. ჩვენ გვაქვს სიტყვა, პირობა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა იქნება დეტალურად შესწავლილი და აუცილებლად იქნება მასზე რეაგირება, თუკი იქნება ამის საფუძველი“, – აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილისგან პირობა მიიღეს, რომ მაქსიმუმს გააკეთებს.
„კმაყოფილი ვარ, არ ვარ კმაყოფილი, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მე მაქვს უკანასკნელი იმედი, ძალიან სამწუხარო იქნება და გამოვრიცხავ, რომ ეს შეხვედრა იყოს ისეთი, როგორიც იყო მთავარ პროკურორთან, საიდანაც გამოვედით იმედით, მაგრამ ეს პერიოდი უშედეგოდ გავიდა. ეს იქნება უახლოეს პერიოდში და ეს იყო მისი ადამიანური პირობა, მისი პირადი პირობა, რომ ამ საკითხზე ის გააკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს“, – აღნიშნა კუბლაშვილმა.
ადვოკატის თქმით, თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, მასშტაბური აქციები გაიმართება.
„ხვალიდან რა უნდა იყოს, კონკრეტული დეტალები თავისი მოქმედების, ცხადია, არ გაუცნია და ჩვენ არც მოგვითხოცვია, როგორ განახორციელებს. შესაძლებელია მან დღესვე განახორციელეოს. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი. უნდა დაისაჯონ დამნაშავენი. თუ დამნაშავეეები არ დაისჯებიან, თუ ჩვენ ვერ ვიპოვით სამართალს, აქციები, ცხადია, იქნება კიდევ უფრო მასშტაბური, როგორც დავაანონსეთ. გონივრული ვადა არის, მოვიშველიებ სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, დაახლოებით 10- 14 დღე“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.