მალხაზ მაჩალიკაშვილი - სიმართლე არ დადგინდა, ისევ მოგვიწია ქუჩაში გამოსვლა
ყველანაირი მცდელობის მოუხედავად, არანაირი სიმართლე არ დადგინდა, ისევ ქუჩაში ვართ და მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს გამოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდით, – ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც დანაშაული ჩაიდინეს.
„ჩვენი შვილის მკვლელები უნდა დაისაჯონ. უნდა დაისაჯონ ადამიანები, ვინც მე და ზაზა სარალიძე შავ დღეში ჩაგვაგდო. ასეთი დანაშაული არ უნდა გრძელდებოდეს. ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ქართველი ერის წინაშე თავს დავდებ, რომ არც თემირლანი და არც მე, როგორც დამაბრალეს ტერორისტები არ ვართ. ვარ საქართველოს შვილი, ქართველების ძმა და ბოლომდე ასე იქნება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ გარეთ და დავშალოთ სისტემა”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.