მალხაზ მაჩალიკაშვილი - სახელმწიფოსგან შეცდომის აღიარებას ველოდები, 26 დეკემბრამდე დრო აქვთ, შემდგომში ვეცდები, სხვა სახელმწიფოს ლიდერები ჩავრიო
მალხაზ მაჩალიკაშვილი - სახელმწიფოსგან შეცდომის აღიარებას ველოდები, 26 დეკემბრამდე დრო აქვთ, შემდგომში ვეცდები, სხვა სახელმწიფოს ლიდერები ჩავრიო

სახელმწიფოსგან შეცდომის აღიარებას ველოდები, 26 დეკემბრამდე დრო აქვთ, შემდგომში ვეცდები, სხვა სახელმწიფოს ლიდერები ჩავრიო, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

რომელი სახელმწიფოს ლიდერები იგულისხმა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია.

„მე და ზაზა ვრჩებით აქ, გავაგრძელებთ აქციას, ვიდრე ჩვენს ყველა შეკითხვას პასუხები არ გაეცემა, ვიდრე ყველა ის ადამიანი არ დაისჯება, ვისაც მიუძღვის დანაშაული. ყველა ის ადამიანი რომ დაისჯება, მე და ზაზა წავალთ, მანამდე აქედან არსად წამსვლელები არ ვართ.

იმედი გვაქვს, რომ ეს ასე მოხდება და ყველა დამნაშავე დაისჯება. ამ ხელისუფლებისგან შეცდომის აღიარებას ველოდები. 26 დეკემბრამდე დრო აქვთ, შემდგომში ვეცდები, სხვა სახელმწიფოს ლიდერები ჩავრიო“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია გაიმართა.