მალხაზ მაჩალიკაშვილი - გამოძიებასთან დაკავშირებით მცირე იმედი კიდევ მაქვს
დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მთავარ პროკურორთან გუშინ გამართული შეხვედრით უკმაყოფილოა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა პირველ არხს განუცხადა, ირაკლი შოთაძეს თავის მოთხოვნები გააცნო, თუმცა არც ერთზე პასუხი არ მიუღია.
„ხეობის მოსახლეობას უნდოდა მასთან შეხვედრა, მაგრამ აქეთ ამოსვლა არ მოისურვეს, არადა ამ შეხვედრაზე ისეთი არაფერი თქმულა, რისი საჯაროდ თქმაც არ შეიძლებოდა. ვიფიქრე, გენერალურ პროკურორს რამე შეეძლია, მაგრამ ეჭვის ქვეშ დავაყენე, ყველაფერი სუს-ის ხელშია, როგორც ვატყობ. შეხვედრით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციეს, რაღაც მცირე იმედი გამოძიებასთან დაკავშირებით კიდევ მაქვს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები საქართველოს მთავარ პროკურორს 2 თებერვალს შეხვდნენ.
პროკურატურამ ოჯახს დაზარალებულად ცნობაზე. ამ ეტაპზე, უარი უთხრა.