მალხაზ მაჩალიკაშვილი - გამოათრიონ სოსო გოგაშვილი და სხვა დამნაშავეები, მოვითხოვ დახვრეტას და არა სასჯელს [ვიდეო]
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის გარდაცვალებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს ადანაშაულებს და მის დასჯას მოითხოვს.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას საუკუნის დანაშაული უწოდა.
„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გრძელდება, კარვები არის დადგმული და თუ საჭიროა, კიდევ დაიდგმება. არ დავიშლებით სანამ ყველა ადამიანი არ იქნება დასჯილი, რომელთა დასჯასაც ამ ერთი წლის განმავლობაში ვითხოვთ. რაც შეეხება „ოცნების“ შტაბთან აქციას, ხეობიდან ხალხი ჩამოდის.
იმის ნაცვლად, რომ დაესაჯათ ის მხეცი გოგაშვილი და მასთან ერთად მაღალჩინოსნები სუს-დან, ასევე სპეცრაზმელები, ამათ აიყვანეს და შტაბის უფროსად დასვეს. ამიტომ ვმართავთ აქციას „ოცნების“ შტაბის წინ. ჩემი მოთხოვნა იქნება, გამოათრიონ ის იმ შტაბიდან და პირდაპირ უკრან თავი ციხეში, ასევე დაასახელოს ყველა ადამიანი, დაწყებული გომელაურიდან, ვინც იყო ამ სასტიკი, ე.წ. საუკუნის დანაშაულში დამნაშავე. ყველა უნდა დაისაჯოს და ამოლპეს ციხეში. მე მოვითხოვ დახვრეტას და არა სასჯელს“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.