მალხაზ მაჩალიკაშვილი - დღეს ყველაზე მეტად მესმის სარალიძის გულისტკივილი, ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდში სიმართლის დასადგენად
მე დღეს ყველაზე მეტად მესმის სარალიძის გულისტკივილი. მე და ჩემი ხალხი ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდში სიმართლის დასადგენად, – ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ რუსთავლეის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის ორგანიზებით პარლამენტის შენობასტან აქცია #ნუმომკლავ იმართება.
„ყველას კარგად გვესმის რამდენად ძნელი გახდა სიმართლის დადგენა. ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ მიაღწიოს სიმართლეს. ღმერთმა დაგვიფაროს ცუდისგან ყველა. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება თქვენი დახმარება, თქვენი გვერდში დგომა ამ სიმართლის დასამტკიცებლად“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამის ორგანიზებით პარლამენტის შენობის წინ აქცია ლოზუნგით – #ნუმომკლავ იმართება. ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვს.