მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე აქციების გაგრძელებას აპირებენ
სოფელ დუისში შეხვედრის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ განაცხადეს, რომ პროტესტი შედეგის დადგომამდე აუცილებლად გაგრძელდება.
შეხვედრის შემდეგ ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის დროს, ადგილს და ფორმას საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ.
„საზოგადოებას მოვუწოდებთ, გამოხატონ აზრი და მოვიდნენ აქციაზე, რაც შეეხება პოლიტიკოსებს, აქციაზე მისვლის უფლება მათაც აქვთ, რადგან ისინიც საზოგადოების ნაწილი არიან. თუმცა, პოლიტიკოსები არ იქნებიან ორგანიზატორები, აქციის ორგანიზატორები მალხაზი და ზაზა იქნებიან“, – განაცხადა კუპრავამ.
მისივე თქმით, აქციები სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდება.