მალიში ტერაქტებისას 40 ადამიანი დაიღუპა 
მალიში ტერაქტებისას 40 ადამიანი დაიღუპა 

მალიში ტერაქტების სერიას 40 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ორი თავდასხმა მენაკას რაიონში მოხდა.

ადგილობრივი მთავრობის მონაცემებით, ჯიჰადისტები ორ სოფელს დაესხნენ თავს და სულ მცირე, 40 მოქალაქე დახოცეს. მათი უმრავლესობა ახალგაზრდა მამაკაცია. ისინი ტუარეგთა ტომის წევრები იყვნენ.

მენაკას რეგიონში, რომელიც მალისა და ნიგერიის საზღვარზე მდებარეობს, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ჯგუფის წევრები მოქმედებენ.

მალიში არეულობა 2012 წელს ტუარეგთა ტომის ამბოხით დაიწყო და სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რითაც ტერორისტებმა ისარგებლეს და ქვეყნის ნაწილი დაიკავეს. 2013 წელს მალიში საფრანგეთის სამხედრო ინტერვენცია მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ფრანგი ჯარისკაცები და გაერო-ს მშვიდობისმყოფელებიც რჩებიან, ვითარების დარეგულირება ამ დრომდე, ვერ ხერხდება.