საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხე უპრეცედენტოდ მაღალია და ბოლო პერიოდში რვა ტერაქტის აღკვეთა მოხერხდა
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხე უპრეცედენტოდ მაღალია და ბოლო პერიოდში რვა ტერაქტის აღკვეთა მოხერხდა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხე უპრეცედენტოდ მაღალია. ჟერალდ დარმანენის თქმით, ბოლო პერიოდში საფრანგეთში რვა ტერაქტის აღკვეთა მოხერხდა, რომლის უკანაც ე.წ. ისლამური სახელმწიფო იდგა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ანალოგიური საფრთხის წინაშეა არა მხოლოდ საფრანგეთი, არამედ მთელი ევროპა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტი ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ განახორციელა.