მალიში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სოფელზე განხორციელდა, სადაც დოგონების ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ.
შეიარაღებულმა პირებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი მათი სახლები გადაწვეს.
მალის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 95 ადამიანი.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.