მალიში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა

16:24, 10.06.2019

მალიში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სოფელზე განხორციელდა, სადაც დოგონების ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ.

შეიარაღებულმა პირებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი მათი სახლები გადაწვეს.

მალის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 95 ადამიანი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

მსგავსი