მალიში ისლამისტი მებრძოლების მხრიდან სამხედროებზე თავდასხმას 54 ადამიანი ემსხვერპლა
მალიში ისლამისტი მებრძოლების მხრიდან სამხედროებზე თავდასხმას 54 ადამიანი ემსხვერპლა

მალიში ისლამისტი მებრძოლების მხრიდან სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმას 54 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. გერმანული გამოცემის ცნობით, დაღუპულებს შორის ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა, დანარჩენები კი ჯარისკაცები არიან.

მალის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე ისლამისტების თავდასხმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მენაკას რაიონში მოხდა. მალის ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.

მალიში ისლამისტი მებრძოლები მშვიდობიან მოსახლეობას და სამხედრო მოსამსახურეებს თავს ხშირად ესხმიან. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მსგავსი თავდასხმა ორჯერ მოხდა. შედეგად, რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.