მალავის ვიცე-პრეზიდენტი საულოს ჩილიმა დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, ჩილიმას სამხედრო ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილოეთით ტყეში ჩამოვარდა. ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ბორტზე კიდევ ცხრა პირი იმყოფებოდა.
მანამდე მედიით ცნობილი გახდა, რომ საულოს ჩილიმას სამხედრო ვერტმფრენი გაუჩინარდა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ჩილიმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ათი წლის განმავლობაში იკავებდა. მალავის ვიცე-პრეზიდენტი ეჭვმიტანილი იყო კორუფციაში. 2022 წელს ის დააპატიმრეს კიდეც, თუმცა ჩილიმა ყველანაირ ბრალდებას უარყოფდა. პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ასევე სხვა მაღალჩინოსნები, რომლებიც ამ კორუფციულ სქემაში იყვნენ ეჭვმიტანილები, ხოლო ვიდრე ჩილიმას სასამართლოს წინაშე უწევდა გამოსვლა, ცნობილი გახდა, რომ ის აღარ შეასრულებდა ოფიციალურ მოვალეობებს. 2024 წლის მაისში კი ვიცე-პრეზიდენტს ყველანაირი ბრალეულობა მოეხსნა.