მალავიში წყალდიდობის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა
მალავიში წყალდიდობის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა

მალავის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში სტიქიას უკვე ერთი კვირაა, ებრძვიან.

წყალდიდობის გამო 83 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა სოფლები. ზოგიერთი დასახლება ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საგანგებო გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

სტიქიამ ასევე დააზარალა მალავის მეზობელი მოზამბიკი.

ამჟამად ორივე ქვეყანა ახალი ტროპიკული ციკლონისთვის ემზადება.