საქართველოს ელჩმა მალავის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა
საქართველოს ელჩმა მალავის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

საქართველოს ელჩი მალავის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქალაქ პრეტორიაში) ბექა დვალი მალავის პრეზიდენტს, პიტერ მუტარიკას შეხვდა და მას რწმუნებათა სიგელი გადასცა.

მალავის გამოცემა „სეასე თაიმსი“ (Nyasa Times) აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ამ ქვეყანაში ელჩი ჰყავს.

მალავის რესპუბლიკის დედაქალაქ ლილონგვეში ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა დიპლომატმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა მალავის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანსის კასაილას.

შეხვედრებისას განიხილეს საქართველოსა და მალავის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, როგორც ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, ასევე, საერთაშორისო არენაზე მრავალმხრივ ფორმატებში.

მალავი აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 18 მილიონია.