მალაიზიის ყოფილი პრემიერი ქურდობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს
ქურდობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, მალაიზიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნაჯიბ რაზაკი დააკავეს. Aljazeera-ს ინფორმაციით, მალაიზიის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს „მალაიზიის სტრატეგიული განვითარების კომპანიის“ სკანდალთან დაკავშირებით ბრალს 4 ივლისს წაუყენებენ.
რაზაკის დაკავებამდე, მალაიზიის ანტი-კორუფციულმა სააგენტომ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გერი და ჰოლივუდის პროდიუსერი, რიზა აზიზი დაკითხა.
მალაიზიის განვითარების ფონდის ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა, მაისის არჩევნებში რაზაკის კოალიციის დამარცხება განაპირობა. ახალმა მთავრობამ გამოძიება განაგრძო. გავრცელებული ინფორმაციით, რიზა აზიზის კომპანიამ მალაიზიური ფონდიდან მოპარული ფული ჰოლივუდის ფილმების დასაფინანსებლად გამოიყენა.