მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსეთის მოქალაქეები დაშავდნენ.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიისას მამა-შვილი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აღენიშნებათ. მედიკოსების ცნობით, პირველადი დაკვირვებით, პაციენტებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა. შეიქმნა რამდენიმე კილომეტრიანი საცობი. ამ დროისთვის გზა გახსნილია.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.