რუსული მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ
რუსული მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ

რუსული მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, როგორც რუსეთის მთავრობის მიერ დამტკიცებულ საიმიგრაციო პოლიტიკის გეგმაშია აღნიშნული, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა საკონსულოებში მოუწევთ. ასევე, იურიდიულად განისაზღვრება ცნება – „მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს რუსეთის საზღვრებს გარეთ“ და დადგინდება მისი სამართლებრივი სტატუსი.

ამასთან, მედიის ცნობით, კონკრეტული ზომები, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აღრიცხვას აიძულებენ, დოკუმენტში არ არის მითითებული.

გარდა ამისა, ეს გეგმა ითვალისწინებს რუსეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ციფრული პროფილის შექმნას, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს მის ბიომეტრიულ მონაცემებს.

„გარდა ამისა, მოსკოვის აეროპორტებში, ექსპერიმენტის სახით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დნმ-ის ანალიზს აუღებენ და ჩაწერენ მის ხმას“, – წერს რუსული მედია.