მახინჯაურის გვირაბთან დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ხუთი ადამიანი დაშავდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.