მახათას მთაზე მცირეწლოვანი დაშავდა. მოზარდი ტაძრის ეზოში მდებარე ხიდიდან, დაახლოებით ოთხი მეტრი სიმაღლიდან გადავარდა, რა დროსაც წელის არეში დაზიანებები მიიღო.
დახმარება მოზარდს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. ექიმების თქმით, დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუსაბამო არ არის. ბიჭს წელის არეში ტკივილი აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა მისი ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
დღეს, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს, 10:00 საათზე მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხება. საზეიმო ღვთისმსახურებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღასრულებს.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.