მაკედონიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრობას დამატებითი პირობების გარეშე იმსახურებს
მაკედონიის პრეზიდენტი გეორგე ივანოვი აცხადებს, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრობას დამატებითი პირობების გარეშე იმსახურებს.
როგორც მაკედონიური მედია წერს, ამის შესახებ მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერთან სკოპიეში გამართული შეხვედრისას განაცხადა.
„მაკედონია კვლავ წარმოაჩენს საკუთარ თავს როგორც ნდობის ღირსს, ნატო-ს სტრატეგიული პარტნიორს, ის ჯერ კიდევ 2008 წელს აკმაყოფილებდა წევრობის კრიტერიუმებს და ეს წლები აქტიურად მონაწლეობდა სამშვიდობო მისიებში, ამიტომ იმსახურებს ნატო-ს წევრობას დამატებითი პირობების გარეშე“, – განაცხადა მაკედონიის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მაკედონიის ადგილი ნატო-სა და ევროკავშირშია.
შეგახსენებთ, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე მაკედონია ალიანსში ოფიციალურად მიიწვიეს.
აღსანიშნავია, რომ მაკედონიის პრეზიდენტ გეორგე ივანოვი ეწინააღმდეგება ათენსა და სკოპიეს შორის მიღწეულ შეთანხმებას მაკეოდონიის სახელწოდების ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ ეწოდება. საბერძნეთთან დავის დარეგულირება მაკედონიის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მთავარი პირობა იყო.