ალექსეი არესტოვიჩი - საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს
ალექსეი არესტოვიჩი - საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს

შანსები საქართველოსთვის, გახდეს ნატო-ს წევრი, უფრო მაღალია, ვიდრე უკრაინის, უბრალოდ სიდიდიდან გამომდინარე. რუსეთის ფედერაციამ ეს შეიძლება, კომპრომისულად ჩათვალოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თუ უკრაინა გახდება ნეიტრალური, რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოზე, არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში გაძლიერდებიან ძველი მხარდამჭერები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოც უნდა იყოს ნეიტრალური.

„თუმცა, მათი გაძლიერება არ ნიშნავს, რომ საქართველო ვერ შეძლებს, გახდეს ნატო-ს წევრი. შანსები საქართველოსთვის, გახდეს ნატო-ს წევრი, უფრო მაღალია, ვიდრე უკრაინის, უბრალოდ სიდიდიდან გამომდინარე. რუსეთის ფედერაციამ ეს კომპრომისულად შეიძლება ჩათვალოს. ოთხმილიონიანი საქართველო, თქვას, რომ არ წარმოდგენს დიდ საფრთხეს რუსეთის ფედერაციისთვის. 40-მილიონიანი უკრაინა კი წარმოადგენს. ამიტომ, ისინი შეიძლება, გაცვლაზე წავიდნენ; უკრაინა არა და საქართველო კი. თუმცა, ეს ზოგადი საუბარია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ ომის შედეგებზე, როცა რუსეთის პოზიციები დასუსტდება და მათი პოზიციები, ვინც თვლის, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა იყოს, გაძლიერდება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს ჟურნალისტმა ასევე კითხვა დაუსვა, როგორც შეაფასებს დღეს საქართველოს მთავრობის პოზიციას.

„მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს; და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ, გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ადრეულ ევროატლანტიკური მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, მოაწონოს თავი რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისა და ჩვენთვის“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა აქვე აღნიშნა, რომ უკრაინა არ ამბობს უარს ნატო-ზე და ქვეყნის მთავრობის ოფიციალური პოზიციაა, რომ სურს ნატო-ში. „ეს ნატო-ს არ ვუნდივართ ჩვენ“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

„ჩვენ მოხარული ვიქნებოდით, შევიდეთ ნატო-ში, თუმცა რატომ არ გვიღებს ნატო, ეს ჩვენთვის ამოუცნობია. ვფიქრობ, ეს გააძლიერებდა ნატო-ს. უკრაინულმა არმიამ აჩვენა, რომ ჩვენ ვჯობივართ ნატო-ს ბევრ არმიას“, – განაცხადა არესტოვიჩმა.