ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

სკოპიეში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი ფალავანი წინასწარი ეტაპის შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს სახელით ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) იასპარეზებენ. შეხვედრები 13:30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თემურ ჭკუასელიძემ (87 კგ) ნახევარფინალში აშკარა უპირატესობით 8-0 მოუგო სომეხ ტადევოსიანს და დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუს კომაროვს შეხვდება.

ლერი აბულაძე (63 კგ) ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, მედლისათვის ბრძოლას დამამშვიდებელი წრიდან კი ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ) გააგრძელებს.