საკალათბურთო ევროლიგაზე მე-13 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა. თელ ავივის „მაკაბიმ“ საკუთარ არენაზე მოქმედ ჩემპიონ მოსკოვის „ცე ეს კას“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 90-80 დაამარცხა. ისრაელის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა რუსულ გრანდთან მხოლოდ პირველი მეოთხედი წააგო. „მაკაბის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 22 ქულით სკოტი ვილბეკინი გამოდგა. მას ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. 20 ქულითა დაასრულა შეხვედრა ოტელო ჰანტერმა. მოსკოველთა შორის კი 22 ქულით მაიკ ჯეიმსი გამოირჩა. თელ ავივის „მაკაბის” 13 ტურის შემდეგ, 9 მოგება და 4 მარცხი აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება. „ცე ეს კა“ კი 8 მოგებითა და 5 მარცხით მე-6 პოზიციაზეა.
ხიმკი – ალბა 104-87
ფენერბახჩე – ანადოლუ ეფესი 73-81
ცრვენა ზვეზდა – ბასკონია 64-72
რეალი – ოლიმპიაკოსი 93-77