„მილანომ“ „მაკაბის“ ოვერტაიმში სძლია (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მორიგი მატჩები გაიმართა. საინტერესოდ წარიმართა მატჩი თელ ავივში, სადაც ადგილობრივი „მაკაბი“ „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა უაღრესად დაძაბულად წარიმართა. გამარჯვებული ოვერტაიმში გამოვლინდა. იტალიელებმა დამატებითი ხუთწუთიანი მონაკვეთი ერთი ქულის სხვაობით მოიგეს და საბოლოოდ 85-86 გაიმარჯვეს.

მილანოს“ რიგებში ყველაზე მეტი – 18 ქულა კევინ პუნტერის ანგარიშზეა. 16 ქულა დააგროვა მალკოლმ დელანიმ. 14 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა შეივონ შილდსმა.

მასპინძელთა შორის 17-17 ქულით სკოტ ვილბეკინი და ელაია ბრაიანტი გამოირჩნენ.

ცე ეს კა – რეალი 74-73

ცრვენა ზვეზდა – ანადოლუ ეფესი 64-75

ჟალგირისი – ზენიტი 75-83

ალბა – ხიმკი 100-80

ოლიმპიაკოსი – ბასკონია 76-90