შენგელიას ოთხი ქულა და ცსკა-ს მორიგი გამარჯვება „ვი თი ბი“ ლიგაზე
შენგელიას ოთხი ქულა და ცსკა-ს მორიგი გამარჯვება „ვი თი ბი“ ლიგაზე

მოსკოვის ცსკა-მ VTB ლიგაზე მორიგი შეხვედრა გამართა. რუსული გრანდი პერმში „პარმას“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით – 95-61 სძლია.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ არასრულ 18 წუთში თოკომ 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 1 გახლდათ, რაც მოსკოვური გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ მე-11 მაჩვენებელი იყო.

ცსკა-ს VTB ლიგაზე ჩატარებულ 7 მატჩში 5 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას იტუდისის გუნდი 12 დეკემბერს, ბელარუსში, „ცმოკი-მინსკთან“ ჩაატარებს. ევროლიგაზე რუსული გრანდი 26 ნოემბერს, საკუთარ არენაზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს, ამის შემდეგ კი თორნიკე შენგელია ფინეთში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ჩვენს გუნდს ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებში დაეხმარება.

დატოვე კომენტარი