„მაკაბიმ“ „ბასკონიას“ უპრობლემოდ სძლია (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე გუშინ სამი შეხვედრა შედგა. თელ-ავივის „მაკაბიმ“ „მენორა არენაზე“ „ბასკონიას“ უმასპინძლა და ცხრა ქულის სხვაობით მოუგო.

„მაკაბი“ უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა და საბოლოოდ ლოგიკურ გამარჯვებას მიაღწია. მასპინძელთა შორის 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები ოტელო ჰანტერი და ელაია ბრაიანტი გამოდგნენ. სტუმართა შორის კი 19 ქულით საუკეთესო ჰენრი პიერია იყო.

ანადოლუ ეფესი – ხიმკი (99:60)

ალბა – მილანო (70:84)