ბერძნული სააგენტოს ცნობით, თორნიკე შენგელია „ცე ეს კას“ 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა
ბერძნული სააგენტოს ცნობით, თორნიკე შენგელია „ცე ეს კას“ 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა

თორნიკე შენგელიამ, შესაძლოა კარიერა ევროპული კალათბურთის გრანდში, მოსკოვის „ცე ეს კაში“ გააგრძელოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული სააგენტო SDNA ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რუსული გრანდი ქართველ მძიმე ფორვარდს 3-წლიან კონტრაქტზე მოელაპარაკა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერს „ბასკონიასთან“ მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და იმ შემთხვევაში, თუ შენგელიას ტრანსფერი მართლაც შედგა, „ცე ეს კა“” კომპენსაციის სახით, 1.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ბერძნული სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად მოლაპარაკებები სწორედ საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

თორნიკე შენგელია ვიტორიულ გუნდში 2014 წლიდან ასპარეზობს და ის ესპანური გუნდის ლიდერია. ესპანეთის „ლიგა ენდესაში“ მისი საშუალო მონაგარი 16.6 ქულა, 6.3 მოხსნა და 2.7 პასია. ევროლიგაზე კი თორნიკე მატჩში საშუალოდ 15.9 ქულას, 5.6 მოხსნასა და 2.9 პასს აგროვებდა.