„მაკაბიმ“ „ბარსელონა“ ოვერტაიმში გატეხა – ევროლიგის 32-ე ტურის მატჩები [ვიდეო] #1TVSPORT

11:46, 31.03.2021

საკალათბურთო ევროლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის. გუნდებს რეგულარულ სეზონზე რამდენიმე მატჩი დარჩათ ჩასატარებელი, რის შემდეგაც პლეიოფი აიღებს სტარტს. გუშინ 32-ე ტურის შვიდი შეხვედრა შედგა. 

სატურნირო ცხრილის ლიდერი „ბარსელონა“ სტუმრად თელ ავივის „მენორა“ არენაზე ადგილობრივ „მაკაბის“ დაუპირისპირდა. გამარჯვებულის გამოსავლებად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ, ხუთი ქულის სხვაობით 99:94 მოიგეს.

„მაკაბის“ რიგებში 24 ქულითა და რვა მოხსნით საუკეთესო ანტე ზიზიჩი გამოდგა. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა დრაგან ბენდერმა. 10-10 ქულა მიითვალეს სკოტ ვილბეკინმა და ელაია ბრაიანტმა.

ესპანურ გუნდში 23 ქულითა და 10 მოხსნით ყველაზე შედეგიანი ნიკოლა მიროტიჩი იყო. 20 ქულით დაასრულა მატჩი კორი ჰიგინსმა.

წაგების მიუხედავად, „ბარსელონა“ 23 მოგებითა და ცხრა მარცხით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. „მაკაბის“ 13 მოგება აქვს და პლეიოფში გასვლის შანსი დაკარგა. პლეიოფის საგზურისთვის ბრძოლას „ჟალგირისი“ „ზენიტი“, „ვალენსია“ „რეალი“, „ბასკონია“ და „ბაიერნი“ განაგრძობენ.

ცრვენა ზვეზდა – მილანო 72:93

https://www.youtube.com/watch?v=1loO1LzcukE

რეალი – ეფესი 83:108

https://www.youtube.com/watch?v=y3-urr7Szos

ჟალგირისი – ალბა 96:86

https://www.youtube.com/watch?v=gwyJsTZOL4s

ზენიტი – ცსკა 74:86

https://youtu.be/KLTSdBme7fA

პანათინაიკოსი – ბასკონია 82:97

https://www.youtube.com/watch?v=GSPUnAZrH3o

ბაიერნი – ფენერბახჩე 68:77

https://www.youtube.com/watch?v=kQnFfc2uf-0

მსგავსი