„დენვერმა“ „ფილადელფია“ დაამარცხა – NBA-ის მატჩები მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის ოთხი შეხვედრა გაიმართა. „დენვერმა” საკუთარ „ბოლ არენაზე“ „ფილადელფიას“ უმასპინძლა და 104:95 დაამარცხა.
მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველ ტაიმში გაირკვა. „ნაგეთსი“ დიდ შესვენებაზე 23-ქულიანი უპირატესობით გავიდა. დენვერელთა შორის ყველაზე შედეგიანი 30 ქულით ჯამალ მარეი გამოდგა. 27 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა მაიკლ პორტერმა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს (21 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი).
„ფილადელფია“ კვლავ ჯოელ ემბიდის გარეშე თამაშობდა, რომელიც ტრავმას მკურნალობს და საკუთარ გუნდს ვერ ეხმარება. „სიქსერსის“ რიგებში 13 ქულა დააგროვა ტირეს მაქსეიმ. 12 ქულა იყო ტობაიას ჰარისის ანგარიშზე.
„დენვერი“ 29 მოგებითა და 18 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, „ფილადელფია“ კი მარცხის მიუხედავად, აღმოსავლეთ კონფერენციაში 32 მოგებითა და 15 მარცხით 1-2 ადგილებს „ბრუკლინთან“ ინაწილებს.
ვაშინგტონი – შარლოტი 104:114
https://www.youtube.com/watch?v=JW-nHDCiQl0
ფინიქსი – ატლანტა 117:110
https://www.youtube.com/watch?v=WQm9naQeYpI
კლიპერსი – ორლანდო 96:103
https://www.youtube.com/watch?v=PL071kBHDj8