დღეს ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ მადრიდის „რეალს“ შეხვდება
დღეს ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ მადრიდის „რეალს“ შეხვდება

საკალათბურთო ევროლიგაზე დღეს 23-ე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართება. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ სტუმრად მადრიდის „რეალს“ შეხვდება. ვიტორიელები 18 გუნდიან სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-14 ადგილზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ პირველ თებერვალს ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ბასკონიამ” „რეალს” სტუმრად სძლია. ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველმა კაპიტანმა. შენგელიამ 16 ქულა დააგროვა. დღევანდელ დაპირისპირება ვიტორიული კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დღის ცენტრალური შეხვედრა მოსკოვში შედგება, სადაც „ცე ეს კა” სატურნირო ცხრილის ლიდერ „ანადოლუ ეფესს” უმასპინძლებს. თურქული გუნდს 7 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. სულ კი 22 ჩატარებული შეხვედრიდან „ეფესმა” 19 მოიგო და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა. ბოლოს თურქებმა 2019 წლის 20 დეკემბერს სწორედ „ცე ეს კასთან” წააგეს (80-81). რუსული გრანდი კი 16 მოგებითა და 6 მარცხით მეორე პოზიციაზეა.

21:00 ცე ეს კა – ეფესი

22:00 ჟალგირისი – ოლიმპიაკოსი

23:45 ლიონი – ბაიერნი

23:45 ოლიმპია მილანო – ალბა

00:00 რეალი – ბასკონია